სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხმად ქცეული ხელოვნება“ - საყდრიონის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები შემოქმედებითი პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ 
28-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და წარმოაჩენენ როგორც ცოდნას, ისე შემოქმედებითი ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

მათ შორის, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - გურანდა ბერიძის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ პროექტის - „ხმად ქცეული ხელოვნება“- დასკვნით ღონისძიებას, რომელიც გუმბათის საჯარო სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეები ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ და პედაგოგი სიამაყით აღავსეს.

„საშემოდგომო ფესტივალმა კიდევ ერთხელ გამახსენა, რა ძალა აქვს ბავშვების სითბოსა და შემოქმედებას. თითოეული მათი ღიმილი, იდეა და სურვილი - ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია. სიხარულით ვმონაწილეობდი საშემოდგომო ფესტივალში. დღემ შემოქმედებით და ხალისიან გარემოში ჩაიარა“,- ამბობს პედაგოგი გურანდა ბერიძე და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს: „მადლობა ჩემს ბავშვებს ამ ბედნიერ დღისთვის - თქვენთან ყოფნა არის ჩემი საუკეთესო არჩევანი! ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო და კოლეგებო, საშემოდგომო ფესტივალი ჩვენთვის არ იყო მხოლოდ ლამაზი ნამუშევრების გამოფენა, ეს იყო ჩვენი ერთობლივი შრომის წარმოჩენა. როგორც მასწავლებელი, განსაკუთრებით ვამაყობ თითოეული ბავშვით, მათი შემოქმედებითი უნარით და სავსე ფანტაზიით. პასუხისმგებლობით, რომლითაც დღეს წარდგნენ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, დახარჯული ენერგიისთვისა და იმ სითბოსთვის, რომელმაც ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია“,- დასძენს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება