| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები ლეჩხუმის ღირშესანიშნაობების გასაცნობად იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მდინარე ლაჯანურის ხეობა. ნახეს ადგილი, სადაც გვირაბით მდინარე ცხენისწყალი მდინარე ლაჯანურს უერთდება. ნახეს ლაჯანურის წყალსაცავი, რომელიც წყლით ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურს ამარაგებს. მოინახულეს სოფელი ლაილაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ ლეჩხუმლები და ებრაელები. დაათვალიერეს ლაილაშის სინაგოგა. მოიხიბლნენ ბუნების მიერ შექმნილი საირმის სვეტებით, რომელიც ლეჩხუმისა და რაჭის საზღვარზე მდებარეობს. ასევე დაათვალიერეს ღვირიშის ჩანჩქერის ტერიტორია.
მოსწავლეები ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა