სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლე მაკა რაქვიაშვილი ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაზე ულამაზესი ​ნაქარგებით წარდგა
28-11-2025
-
+


14 ნოემბერს ეროვნულმა სასახლემ ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 22-ე შეკრებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ტრადიციულად იყვნენ მოწვეულნი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.

წლევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა სკოლის IX კლასის მოსწავლე მაკა რაქვიაშვილი (კლასის დამრიგებელი-ზიზო ბურდული), რომელმაც საკუთარი ულამაზესი ნაქარგები წარადგინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაკა ქარგვას სწავლობს სოფელ არხილოსკალოს ქარგვის მასწავლებელთან ქალბატონ ანა წილკაურთან, რომლის შრომაც ნათლად აისახა მოსწავლის ნამუშევრებში, სილამაზითა და სიზუსტით გამორჩეულ კომპოზიციებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანი იყო მოსწავლის ნიჭისა და ტრადიციული ქარგვის პოპულარიზაცია, ხალხური ხელოვნებისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივება. შედეგი კი მაკამ ღირსეულად წარმოაჩინა როგორც საკუთარი შრომა, ისე არხილოსკალოს სკოლის სახელი და მიიღო დიდი მოტივაცია შემოქმედებითი გზის გასაგრძელებლად.

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეს - მაკა რაქვიაშვილს, შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ღირსეულად წარმოჩენისთვის. კლასის დამრიგებელს - ზიზო ბურდულს, მოსწავლის გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. ქარგვის მასწავლებელს-  ანა წილკაურს, პროფესიონალიზმისა და მოტივაციისთვის, რაც მოსწავლეების წარმატებაში იკითხება. პროექტის ორგანიზატორებს-მოწვევისა და თანამშრომლობისთვის.

„ამგვარი ღონისძიებები არა მხოლოდ ტალანტებს ავლენს, არამედ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო ამდიდრებს და ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, სიყვარულით მოუარონ ტრადიციას, ხელოვნებას და ფოლკლორს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს წარმატებას უსურვებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება