სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ხატია გელაძისა და გიორგი სესაძის „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მიღწეული საამაყო წარმატება
27-11-2025
-
+


ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

საგნობრივი საშემოდგომო ჩემპიონატი 18 ნოემბერს ქართული ენის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ხატია გელაძე და გიორგი სესაძე. მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ჩუნჩხის საჯარო სკოლა და პედაგოგები. 

ხატია გელაძე „ეტალონის“ შემოდგომის სეზონის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა და დიპლომი მიენიჭა. დამსახურებული სიგელით იწონებს თავს გიორგი სესაძეც.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება, ინგლისური ენა და მათემატიკა. 

ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადები უკვე გაიმართა. კონკურსი, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს, ონლაინ ფორმატში ინგლისური ენისა (2-3 დეკემბერი) და მათემატიკის ოლიმპიადით (9-10 დეკემბერი) გაგრძელდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება