სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნებრივი რესურსებიდან მეცნიერებამდე“ -  შთამბეჭდავი ინტეგრირებული პროექტი და მკვლევარებად ქცეული სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები
27-11-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში VII და VIII კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ პროექტში – „ცხოვრება მცენარეებში და გარემოსთან ურთიერთქმედება – ბუნებრივი რესურსებიდან მეცნიერებამდე“.

გასვლითი სასწავლო დღე მოიცავდა სამ მნიშვნელოვან ლოკაციას: გარდენია – ექსპერიმენტორიუმი – თბილისის ბოტანიკური ბაღი, სადაც მოსწავლეები პატარა მკვლევარებად გადაიქცნენ და მცენარეთა სამყაროს საიდუმლოებებს ბუნებაში, რეალურ გარემოში და ექსპერტთა გარემოში აკვირდებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს ბუნება მხოლოდ სახელმძღვანელოს გვერდებიდან კი არა, ცოცხალი გამოცდილებით შეეგრძნოთ. ენახათ მცენარეთა მრავალფეროვნება, გაეაზრებინათ ნიადაგის, წყლის, ჰაერისა და კლიმატის მნიშვნელობა მცენარის ზრდაში და პრაქტიკული ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების საშუალებით დაენახათ, როგორ ერთიანდება გეოგრაფია, ქიმია და ბიოლოგია ერთ საერთო გარემოებრივ სურათში. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა – მოსწავლეებს ცოდნოდათ, რომ მცენარის თითოეული ფოთოლი, ნიადაგის თითო მარცვალი და სუფთა ჰაერი მათ ყოველდღიურ კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული.

პროექტი არ დასრულებულა მხოლოდ გასვლითი დღის ემოციებით.

სკოლაში დაბრუნების შემდეგ, კლასში გაიმართა პროექტის სრული გეგმის განხილვა და შეჯამება.

მოსწავლეებმა: ჯგუფებად შეაჯამეს ნანახი და ნასწავლი, შექმნეს პოსტერები, ჩანახატები და მცირე პრეზენტაციები მცენარეთა სამყაროს, ნიადაგისა და გარემოს დაცვის შესახებ, გააზიარეს პირადი შთაბეჭდილებები. რა ასწავლა მათ ამ დღეს, რას მიხვდნენ ბუნებისადმი პასუხისმგებლობის შესახებ და როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება გარემოზე ზრუნვის მიმართ. მათი მონათხრობი ერთხმად გაჯერებული იყო ფრაზებით: „სასწავლო დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება“, „თვითონ რომ ვაკეთებდი ექსპერიმენტს, სულ სხვა შეგრძნება იყო“, „ახლა უკეთ მესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი მცენარეების დაცვა“.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა: შეძლეს ბოტანიკურ გარემოში მცენარეთა მრავალფეროვნების ამოცნობა და კლასიფიკაცია, უკეთ გაიგეს ფოტოსინთეზის, მცენარეთა ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, მონაწილეობდნენ ქიმიურ-ფიზიკურ ექსპერიმენტებში ექსპერიმენტორიუმში და ზოგად, თეორიულ ცოდნას მიმდინარე პროცესებთან დააკავშირეს, განივითარეს დაკვირვების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარები, გააცნობიერეს, რომ მზე – მცენარე-ჰაერი-წყალი-დედამიწა ერთ მთლიან ჯაჭვად არის შეკრული და ადამიანი ამ ეკოსისტემის პასუხისმგებელი წევრია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარიამ ტაბატაძე, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქეთევან ხუციშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ნადირაშვილი.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა გაკვეთილის მაღალი დონე და პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ გაკვეთილი იყო არა მხოლოდ შინაარსობრივად დატვირთული, არამედ კრეატიული და ინტერაქტიული, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა სრულად გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

ერთსულოვნად შეაფასეს გაკვეთილი საუკეთესო შეფასებით და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები არის სამაგალითო სხვებისთვის. ნათლად გამოიკვეთა, თუ რაოდენ დიდი შრომაა ჩადებული ორგანიზატორებისა და მოსწავლეების მხრიდან."

სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელს - ქეთევან ნადირაშვილს. გეოგრაფიის მასწავლებელს - ნანა გახოკიძეს, VII კლასის დამრიგებელს - ქეთევან ხუციშვილს და VIII კლასის დამრიგებელს - თამილა ნადირაშვილს მათი პროფესიონალიზმისა და დიდი შრომისთვის, ასევე მადლობას უხდის მშობლებს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის, რომლებმაც კიდევ უფრო გააძლიერეს მოსწავლეთა მოტივაცია.

სასკოლო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს დღე იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა გახდეს თავგადასავალი, ხოლო მეცნიერება-ემოციური გამოცდილება. სკოლის დირექცია ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებებს, ახალ აღმოჩენებს და ასეთივე შთამბეჭდავ, აქტიურ პროექტებში ჩართულობას მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება