| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
ახლახან, სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება-ვიქტორინა „მატარებელი“.
ვიქტორინა ქართულ ენაში გაიმართა და სულ 12 აქტივობისგან შედგებოდა. კითხვები დაისვა მორფოლოგიიიდან, ლექსიკოლოგიიდან და ორთოგრაფიიდან.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად.
პედაგოგმა ვიქტორინის მსვლელობისას გამოიყენა წინასწარ დამზადებულია სასწავლო რესურსი „მატარებელი“ (პირობითად).
„მატარებლის ვაგონებზე“ განლაგებული იყო აქტივობები. მოსწავლეები ბოლო
ვაგონიდან (ჯგუფურად) მიჰყვნენ აქტივობებს და მივდნენ „მემანქანემდე“. სადაც „მემანქანემ“ (მასწავლებელმა) მათ საჩუქრები დაახვედრა.
ვიქტორინას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ვიქტორინა შეაფასა სპეციალურმა კომისიამ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა). მოსწავლეებმა მიიღეს უკუკავშირი.
ვიქტორინის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა