| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი და ემოციური დღე მოეწყო.
არაფორმალური განათლების ფარგლებში, მოსწავლეები, მასწავლებელ ნანა გოგიტაურთან და მშობლებთან ერთად მთაწმინდა-საგურამოს მიმართულებით გაეშურნენ.
გასვლითი გაკვეთილი საგურამოში – ილიას სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. ბავშვებმა მოისმინეს და განიხილეს ილიას ფასდაუდებელი აზრები განათლებასა და ცოდნაზე. ტექსტის მიხედვით ჩამოაყალიბეს მოსაზრებები იმაზე, თუ რატომ არის ცოდნა „სანთელი“ და როგორ შეიძლება ეს ნათება ადამიანმა სხვასაც გაუნაწილოს. იმოგზაურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიაში, დაასახელეს მისი ცნობილი წევრები, პასუხები გასცეს კითხვებს. გაკვეთილი იყო შემეცნებითი, შემოქმედებითი და ნამდვილად განსხვავებული – ილიას სულისკვეთებით გაჟღენთილი.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბავშვებმა პატივი მიაგეს დიდი მამულიშვილების სამუდამო ადგილსამყოფელს.
„მადლობას ვუხდით კლასის მშობლების მხარდაჭერის და გულითადი ნდობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა