| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში მენტორმა მასწავლებელმა ნატო კვარაცხელიამ კოლეგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის პროექტის წარდგენის კამპანია საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მიხედვით.
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, აღნიშნული სქემის პროექტის წარდგენა-განხილვა გაიმართა ქ.რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის.
ირგანჩაის საჯარო სკოლიდან განხილვას ესწრებოდა სკოლის მენტორი მასწავლებელი ნატო კვარაცხელია. პედაგოგმა შეხვედრის შედეგები და ახალი სქემის პროექტის დეტალები კოლეგებს გააცნო. პედაგოგებმა იმსჯელეს საკვანძო საკითხებზე, დაისვა შეკითხვები, რაზეც გაეცათ პასუხები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ირგანჩაის საჯარო სკოლის პედკოლექტივი დიდი ენთუზიაზმით ელოდება სქემის საბოლოო, დამტკიცებულ ვარიანტს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა