| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა „დედაენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
II კლასის დამრიგებელმა გული იაკობაძემ და მისმა მოსწავლეებმა აღნიშნეს დიდი მწერლისა და პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წლისთავი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ცნობილი მოთხრობები, შექმნეს ხელნაწერები გამონათქვამებით და ააგეს საოცარი დიორამა - „ლომი და თაგვი“.
დიდი ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა