| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუკრი ღორჯომელაძე ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - მოსწავლეთა სწავლა-განათლებას არაერთი წელია ემსახურება.
მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლის მუსიკის მასწავლებელი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბატონი ნუკრი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდგას გვერდით თავის აღსაზრდელებს, ასწავლის მათ სიმღერას, მუსიკისადმი სიყვარულს და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას. მისი შრომა და თავდადება აღსანიშნავია როგორც კოლეგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც.
„გილოცავთ, ამ ღირსეულ აღიარებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ კოლეგის ღვაწლის დაფასება.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა