სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გოგონა მარგალიტის საყურით“ - დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა
26-11-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლაში, პედაგოგ თამარ ხოშტარიას ინიციატივით, განხორციელდა ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროექტი - „გოგონა მარგალიტის საყურით“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-10 კლასელის - ნინი ყვირილიანის მომზადებულმა პროექტმა - „იან/იოჰან ვერმეერის - „გოგონა მარგალიტის საყურით“ - ნამდვილად გამოავლინა მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავად შექმნეს საკუთარი ინტერპრეტაციით ცნობილი მხატვრის სურათისა და დახვეწილი პორტრეტის სახე.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არა მხოლოდ დაეუფლნენ ხატვის ტექნიკას, არამედ გაითვალისწინეს ხელოვნების ისტორია და ეპოქის კონტექსტი, რაც მათ ნამუშევრებში კიდევ უფრო ღრმა და საინტერესო ინტერპრეტაციებს სთავაზობდა დამსწრე საზოგადოებას.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების შემოქმედებითი და ვიზუალური უნარების განვითარება, მათთვის ხელოვნების მნიშვნელობის გაცნობა და იმის გააზრება, რომ ხელოვნება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

შედეგად, ამ ნამუშევრებმა გამოხატეს მოსწავლეების პირადი ინტერპრეტაციები, ემოციები და შემოქმედებითი მხარე.

ამავე დროს, პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, თავად გამოეხატათ  საკუთარი იდეები და მათი პირადი დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ.

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მრავალფეროვანი შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობებით, აქტიური ჩართულობითა და ახალი იდეების ინსპირაციით.

„დიდი მადლობა თამარ მასწავლებელსა და ყველა ჩართულ მონაწილეს არაჩვეულებრივი ღონისძიებისათვის. გისურვებთ პროფესიულ სიახლეებსა და უამრავ შემოქმედებით პროექტის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება