| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა არაერთი წელია, ჩართულია eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.
eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
20 ნოემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში საერთაშორისო eTwinning პროექტის - „მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - ფარგლებში, (ხელმძღვანელი ლ.ხვიჩავა, მონაწილე მასწავლებლები: ი.სოსელია, მ.ქარდავა, ნ.ჯოჯუა.) გაიმართა Kahoot!-ის თამაში თემაზე: „სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმები“. მონაწილეობდნენ: საქართველოს, საბერძნეთის, რუმინეთისა და თურქეთის სკოლების მოსწავლეები. თამაში სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-12 კლასის მოსწავლეს - გიგი შუკვანს თამაშის შექმნისთვის და წარმართვისთვის, ასევე ინგლისური ენის მასწავლებელს - ნინო ჯოჯუას დახმარებისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა