| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა, მეცხრე კლასში პროფორიენტაციის ფარგლებში, ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა პროფესიათა მახასიათებლების გაცნობას, კონკრეტული პროფესიის როლის გააზრებას.
მნიშვნელოვანია შედეგიც - პროფესიათა ბუნების გაცნობა, გავარჯიშება, შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის განვითარება.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და მეთოდებით: პროექტის შექმნა, პრეზენტაცია, ფილმის ჩვენება.
მასწავლებელმა, სპეციალურად გამზადებულ ბარათებზე დაწერა სხვადასხვა პროფესიები, მოსწავლეებმა აირჩიეს ეკოლოგის პროფესია და გააკეთეს პოსტერი თემაზე - „ორგანული ნარჩენების მართვა და კომპოსტირება“.
მე-9 კლასელებმა ასევე ნახეს ფილმი პროფესიათა მახასიათებლების შესახებ. ბოლოს გაკვეთილის შეჯამების მიზნით გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, დაითქვა თაიღიც.
„წარმატებას ვუსურვებთ ლამზირა მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავან სკოლაში, ახარებთ პედაგოგის საინტერესო ინიციატივა და მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა