სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღონისძიება, რომელმაც ბავშვების ფანტაზია, შემოქმედება და სიხარული გააერთიანა- ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს
25-11-2025
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი საყვარელი ავტორის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე გამორჩეულად იზეიმეს. 

მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს და ცნობილი შვედი მწერლის ნაწარმოებების წაკითხვისას განცდილი სიხარული ერთმანეთს კიდევ ერთხელ გაუზიარეს. 

მოსწავლეები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ: ერთმა ჯგუფმა პოსტერი შექმნა, მეორემ პეპის ეპიზოდი გააცოცხლა, მესამემ კარლსონის სცენა გაითამაშა, ხოლო მეოთხემ საყვარელი პერსონაჟები ნახატებისა და ნაძერწების მეშვეობით წარმოაჩინა.

„ჩვენს კლასში მოკრძალებულად, თბილად და შემოქმედებითად აღვნიშნეთ ასტრიდ ლინდგრენის იუბილე. მწერლისა, რომელმაც ბავშვებისათვის სითბოთი, თავისუფლებითა და ფანტაზიით სავსე სამყარო შექმნა. ეს იყო დღე, სადაც ფანტაზია, შემოქმედება და სიხარული ერთად შეიკრიბა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

ღონისძიებას მასწავლებელი ირმა ჩირგაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება