| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებელი მნაცაკან აფოზიანი მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ნახევარი საუკუნეა ემსახურება.
მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის დამსახურებული პედაგოგები, მათ შორის კორხის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის დამსახურებული პედაგოგი მნაცაკან აფოზიანი 50-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით.
პედაგოგებს გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა