სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი არაერთი აქტივობითა თუ ღონისძიებით აღინიშნა
25-11-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა წმინდანად შერაცხული სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. 

საიუბილეო დღეების ფარგლებში, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა, 23 ნოემბერს კი ესეების კონკურსისა და კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებითა და საინტერესო სემინარით დაგვირგვინდა. 

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი აქტივობების შესახებ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე თავად გვიყვება. 

„გუშინ, 23 ნოემბერს გასრულდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო დღეები, რომლის სამზადისში ჩართული იყვნენ ქალაქ ოზურგეთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი,ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;

არ გავვრცელდები და მოკლედ ვიტყვი- გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ქართული ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მტკიცე დასაყრდენი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ,რომელიც თავისი მოძღვრებითა და პიროვნული მაგალითით აძლიერებდა ეროვნულ თვითმყოფადობასა და ზნეობრივ იდეალებს. ილია ჭავჭავაძემ მას დიდი ეროვნული მოღვაწე უწოდა.

დასკვნითი 23 ნოემბრის ღონისძიებამდე არაერთი შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა წმინდანის სახელობის ორივე სკოლამ, 20 ნომბერს ბახვის საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო შემეცნებითი კონფერენცა, და შეჯამდა გამოცხადებული ესეების კონკურსი, მამა იოსებ ნაკაიძემ 22 ნოემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ მაღალ დონეზე მომზადებულ კონფერენციას უმასპინძლა და ორგანიზება გაუკეთა, კონფერენციაზე მომხსენებლად მოწვეული იყო საპატრირქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების წარმომადგენლები, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბევრი უცნობი ინფორმაცია მიაწოდა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ.

და აი დადგა 23 ნოემბრიც ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში და კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები გადასცეს სკოლის საამაყო აღზრდილებმა.

საღამოს კი ოზურგეთის დრამატულ თეატრში წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება