| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ადამიანის უფლებებს, მათი დაცვის მნიშვნელობას, კაცთმოყვარეობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან.
რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. თარიღს სკოლაში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა.
მოქალაქეობის მასწავლებელმა კლასებში ჩაატარა ლექცია-საუბრები, დისკუსიები ტოლერანტობის თემაზე, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები.
მე-8 კლასელებმა მოაწყვეს პრეზენტაცია ტოლერანტობის თემაზე, განიხილეს სიტუაციები და გააკეთეს დასკვნა, რომ ტოლერანტი ადამიანი უნდა იყოს სათნო, მიმტევებელი, შემწყნარებელი და ყველა ადამიანი უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის.
მოსწავლეებმა, რომლებიც ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან, კარგად იციან, რომ ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის შეხსენება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა