სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
24-11-2025
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებით მე-10 კლასელებს საინტერესო გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

ისტორიის  მასწავლებელმა - ლევან ბანძელაძემ ბავშვებს მოწამეთას ისტორია გააცნო, მან საინტერესოდ მოუთხრო მე-10 კლასელებს ტაძრის მნიშვნელობაზე, მის წარსულსა და იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ ადგილს უკავშირდება. მოსწავლეებმა გაიგეს, რატომ არის ასეთი ძეგლები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების აუცილებელი ნაწილი.

მაია მასწავლებელმა კი ხელოვნების მხარე წარმოაჩინა - მან ტაძრის ტილოების მონახაზი მოამზადა და ბავშვებსაც მისცა საშუალება, თავადაც შეექმნათ ესკიზები, დაეთვალიერებინათ არქიტექტურული დეტალები, ფერები და ფორმები. ამ პროცესმა ბავშვებში შემოქმედებითი უნარები გააღვიძა და დაანახა, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელოვნება და ისტორია.

ეს გაკვეთილი ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ უშუალოდ შეეხნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და საკუთარი თვალით ნახეს ისტორიისა და ხელოვნების სინთეზი. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება მათ მომავალშიც გამოადგებათ, როგორც ჩვენი ქვეყნის სიყვარულის, პატივისცემისა და თვითშეგნების მნიშვნელოვანი საფუძველი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება