სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ჩხიკვაძე STEAM ბანაკიდან წარმატებით დაბრუნდა - სკოლა პროექტის ფარგლებში დაფინანსდება
24-11-2025
-
+


საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის - „STEAM განათლება, მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე, STEAM ბანაკი განხორციელდა.

პროგრამის მიზანი არის, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და  შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.

პროექტის მონაწილეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე, რომელმაც კონკურსის ფორმატში, განაცხადის წარდგენის საფუძველზე, პროექტში მონაწილეობის უფლება მიიღო, რის შედეგადაც 10 დღის განმავლობაში დაესწრო 2-2-საათიან ტრენინგმოდულებს.

ტრენინგი შეჯამდა ტესტირებით, რის შედეგადაც 800 მონაწილე სკოლიდან გამოვლინდა 200 გამარჯვებული მასწავლებელი. მაია ჩხიკვაძემ პროექტში წარადგინა ორი სკოლა: ზემოსურების და დაბლაციხის საჯარო სკოლები. აღნიშნული სკოლები კი პროექტის ფარგლებში რესურსებით დაფინანსდება. 

მაია ჩხიკვაძე უკვე რამდენიმე წელია, ხელმძღვანელობს STEAM კლუბს. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები ახორციელებენ მცირე ინოვაციურ პროექტებს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში. კერძოდ, მნიშვნელოვანი წარმატება იყო 2023 წელს „STEAM კონფერენცია 2023“ მონაწილეობა, მოსწავლეები ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ. პედაგოგმა, ასევე სურების საჯარო სკოლის მოსწავლეები წარადგინა „ელექტრონიკის კონკურსზე“, სადაც ნახევარფინალში გადავიდა გუნდი.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა, მოსწავლეთათვის სიახლეების გაცნობა და ფიზიკაში ნასწავლი კანონზომიერების, პრაქტიკაში გამოყენება. ფიზიკის ყველა სფეროს ინტეგრირება განიხილება STEAM ურთიერთკავშირში, განსაკუთრებით კი ელექტროობის. არსებული რესურსის დახმარებით მოსწავლეები აკვირდებიან, ფოტორეზისტორის მოქმედების პრინციპს, ადგენენ წრედს სამონტაჟო პლატაზე  და სხვა.

პრაქტიკაში სიახლეების დანერგვისა და ინოვაციების გაცნობის კუთხით, მნიშვნელოვანია კლუბის მუშაობა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, წელსაც ვგეგმავ, მოსწავლეთა ჩართულობით განვახორციელო პროექტები - „სითბური ძრავები და გარემო“, „STEM და ინოვაციები“ და სხვა, რაც  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ინოვაციების  მიმართულებით. მადლობა პროექტის ავტორებს და განმახორციელებლებს - მარეხ მაზანაშვილი, უტა კილასონია,  ბ-ონ დავით სონღულაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც გავიარე STEAM კლუბების მენტორთა მხარდამჭერი პროგრამა. მომავალი თაობის განვითარება, ინოვაციების მიმართულებით STEAM  განათლებაშია“,- აღნიშნავს მაია ჩხიკვაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება