სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიორგობა შემოდგომის ფერებით“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ნავარძეთის საჯარო სკოლაში 
24-11-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში გიორგობასა და შემოდგომის მშვენიერებას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა.

19 ნოემბერს, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - მაკა ქებაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ღონისძიება - „გიორგობა შემოდგომის ფერებით“.

დარბაზი გაჟღენთილი იყო გიორგობის მადლით, შემოდგომის ოქროსფერი სხივებით და მოსწავლეების გულწრფელი ემოციებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მე-4 კლასელებისთვის წმინდა გიორგის ცხოვრების გაცნობა, ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია და შემოდგომის თემატიკაზე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება ცეკვის, სიმღერის და ინსცენირების საშუალებით.

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით წარმოადგინეს ტესტები წმინდა გიორგის ცხოვრებაზე, მის სასწაულებსა და თაყვანისცემაზე, აგრეთვე შემოდგომის თემატიკაზე.

შემოდგომის თემატიკით მორთულ დარბაზში მონაცვლეობდა მრავალფეროვანი პროგრამა: მთიულური ცეკვა, ფარცა, ფერიების ნაზი ქორეოგრაფია, ხოლო მუსიკალური ნაწილი მოიცავდა ცნობილ და ყველასათვის საყვარელი სიმღერებს: „ლალე“, „ჩონგურს სიმები გავუბი“, „ოქროსფერი შემოდგომა“, „ოდელია დელა“.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგი ნატო ბეგაშვილი. თითოეული შესრულებული ნომერი მოსწავლეების შემოქმედებთობას უსვამდა ხაზს.

ღონისძიება დასრულდა მხიარულად. მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად ამოავლეს ჩურჩხელები, რამაც ღონისძიება ნამდვილ ქართული სულის მატარებელ დღესასწაულად აქცია. 

„მადლობა მონაწილეებს, პედაგოგებს, მშობლებს აქტიური ჩართულობისა და წარმატებული ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მოდომება და პედაგოგების შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება