სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში უნდა სუფევდეს სითბო, მხარდაჭერა და ხედვა, რომელიც ბავშვების მომავალს აშენებს“ - თბილისის N219  სკოლის დირექტორი შალვა ხუციშვილი
24-11-2025
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში დირექტორი შალვა ხუციშვილი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობა თანასწორობაზე, სითბოსა და პატივისცემაზეა აგებული. დირექტორის თქმით, N219 სკოლა, ახალგაზრდებს აძლევს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ მყარ საყრდენს ცხოვრების გზაზე.

დირექტორის აზრით, სკოლის ნამდვილი წარმატება მხოლოდ მაღალი აკადემიური მიღწევებით არ იზომება. წარმატებულია სკოლა სადაც ბავშვი ბედნიერია - თავს უსაფრთხოდ, ღირსეულად და დაფასებულად გრძნობს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ხუციშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- სკოლაში უნდა სუფევდეს სითბო, მხარდაჭერა და ხედვა, რომელიც ბავშვების მომავალს აშენებს. მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მოსწავლეც და მშობელიც იგრძნობს, რომ მათ ესმით და აფასებენ. ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ შეხვედრებსა და ტრენინგებს, რათა მშობელმა უკეთ შეიგრძნოს ბავშვის განვითარების ეტაპები და გახდეს მისი პირველი მხარდამჭერი.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, რომ...

- სკოლის ნამდვილი წარმატება ისაა, როცა მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ბედნიერები მოდიან სკოლაში. როცა ისინი მიაღწევენ აკადემიურ მიზნებს, ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს, ხედვას და სამყაროსთან ურთიერთობის უნარს. წარმატებული სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ, ღირსეულად და თავისუფლად გრძნობენ თავს — ადგილი, რომელიც მათ მუდმივად უბიძგებს წინსვლისკენ.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- როცა კოლექტივი ერთიანი და მხარდაჭერით სავსეა, შეუძლებელი არაფერია. თანამშრომლების თანადგომა აქცევს სამუშაო გარემოს ოჯახურ სივრცედ, სადაც სირთულეები აღარ გაშინებს და თითოეული ნაბიჯი საერთო გამარჯვებად იქცევა. ერთსულოვნება აძლიერებს ყველას და ქმნის გარემოს, სადაც წარმატება ბუნებრივად იბადება.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ყველაზე ღირებული არის ის, რომ თითოეულ მოსწავლეს, მათ შორის ფიზიკური სირთულეების მქონეს, შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ, რომ მათი შესაძლებლობები ფასობს და მხარდაჭერა არასდროს აკლდება. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ბავშვი იმედს პოულობს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ...

- როცა ვხედავ მოტივირებულ მოსწავლეს, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმავდროულად სიამაყეს — რადგან ეს ნიშნავს, რომ სწავლისადმი სიყვარული გაჩნდა. ასეთ დროს მინდა მივცე მას შესაძლებლობა იკვლიოს, იაზროვნოს, შექმნას. სკოლა უნდა იყოს სივრცე, სადაც სწავლება მხოლოდ პროცესი კი არა, შთაგონებად იქცევა. სადაც ბავშვი სწავლობს ფიქრს, აღმოჩენას და პრობლემების გადაჭრას.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- რთულ მომენტებში სამართლიანობა ნიშნავს სიმშვიდეს, სიღრმისეულ მოსმენას და იმაზე ფიქრს, თუ რა არის სწორი, და არა — მარტივი. ეს ნიშნავს ყველას უფლებების პატივისცემას და იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აძლიერებს ნდობას. საბოლოოდ, სამართლიანობა იქმნება მაშინ, როცა გულიც და გონებაც ერთნაირად მონაწილეობს არჩევანში.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მსურს, რომ ჩვენი სკოლა დარჩეს და კიდევ უფრო განვითარდეს, როგორც სივრცე, სადაც მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის მყარდება გულწრფელი, თბილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა. ადგილი, სადაც საუბარი ყოველთვის პატივისცემით იწყება და ურთიერთგაგებით მთავრდება. სკოლა, რომელიც ბავშვებს მხოლოდ განათლებას კი არა — სითბოს, მხარდაჭერას და ცხოვრების გზაზე მყარ საყრდენს აძლევს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება