| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
წინარეხის საჯარო სკოლასა და კასპის პროფესიულ კოლეჯს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ახლახან, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიზიტით კოლეჯს სტუმრობდნენ. კოლეჯში ფუნქციონირებს ტექნოპარკიც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა კარიერული ორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობა.
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა ჭრა-კერვა, ვიზაჟი, შედუღება, თაბაშირ- მუყაოზე მუშაობა, კაფელ-მეტლახის დაგება და ელექტროობა. მათ ნახეს საწარმოო სასწავლო გარემო, გაიცნეს შესაბამისი საგნობრივი მისწრაფებები და პრაქტიკული მუშაობის პროცესი.
ღონისძიება წარიმართა ორგანიზებულად და ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას პროფესიული განათლების მიმართულებით. ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა