| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საწრეო მუშაობის ფარგლებში მათემატიკას სიღრმისეულად სწავლობენ.
ახლახან, მათემატიკის წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ყველაფერი რიცხვებზე“.
მოსწავლეებმა შეისწავლეს რიცხვების წარმოშობა, მათი მნიშვნელობა სხვადასხვა მეცნიერებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯგუფურად იმუშავეს ინფორმაციის მოძიებაზე, გააანალიზეს მიღებული მასალა და შემოქმედებითად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც საინტერესო ფაქტები, ილუსტრაციები და მათემატიკური აღმოჩენები გააერთიანეს.
როგორც სკოლაში გევუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, გუნდური უნარების გამომუშავებას და გააღრმავა მათი ინტერესები მათემატიკის მიმართ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა