სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო“-მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი 
20-11-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორის - გია ბიძიშვილის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც კვალიფიციური და მოტივირებული მასწავლებლები ბავშვებს აძლევენ თავისუფალ სივრცეს შემოქმედებისა და ინტერესების გამოსავლენად. ამ გარემოს ასეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია მშობლებისა და მასწავლებლების ეფექტური თანამშრომლობა, რომელიც ქმნის ერთიან გუნდს. 

სკოლის წარმატება, როგორც ის აღნიშნავს, პირველ რიგში იზომება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კურსდამთავრებულთა წარმატება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი პასუხობს.

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, კვალიფიციური და მოტივირებული მასწავლებლები, მეტი თავისუფალი სივრცე  შემოქმედებისა და ინტერესებისთვის, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა,  მშობლებისა და მასწავლებლების ეფექტური თანამშრომლობა. 

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად მაღალია მოსწავლეების აკადემიური მოსწრება  და რამდენად  რეალიზებულია მისი კურსდამთავრებულები.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- თანამშრომლებისგან მიღებული თანადგომა ადამიანს ეხმარება სტრესის, გადაღლის ან რთული სიტუაციების დაძლევაში, ასევე აძლიერებს ნდობას, გუნდში ნდობა კი საფუძველია ეფექტური თანამშრომლობის, შეთანხმების,  პრობლემების სწორად და სწრაფად გადაჭრისა და საერთო შედეგების გაუმჯობესებისთვის. 

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- თითოეული მოსწავლე და მათი ინტერესების გათვალისწინება...

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- უნდა მივცე დამოუკიდებლობის მეტი სივრცე    და მისი მოტივაცია გამოვიყენო  სხვების მხარდასაჭერად. 

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- რომ, ადამიანი გადაწტყვეტილებებს იღებს ობიექტურად, წესებზე დაყრდნობით და ემოციებისგან დამოუკიდებლად. 

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყველა მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის აღმოჩენას და რეალიზებას  შეძლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება