სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს მშვიდი, თანამშრომლობითი და პროფესიული გარემო“- თბილისის N143 სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე
20-11-2025
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორის - თამარ ჭარბაძის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია მშვიდი, თანამშრომლობითი და პროფესიული საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეული მასწავლებელი ბავშვის როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავს. 

დირექტორის თქმით,  სკოლის წარმატება ბევრი ინდიკატორით იზომება, თუმცა მთავარია ადგილობრივი თემის ნდობა და აღიარება. ხელმძღვანელი აღნიშნავს კოლექტივის ერთსულოვნების მნიშვნელობასაც. მისი თქმით, მხოლოდ ერთიანი ძალებით მიიღწევა წარმატება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე პასუხობს.

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- მშვიდი, თანამშრომლობითი და პროფესიული გარემო, სადაც თითოეული მასწავლებელი იზრუნებს  მის მხარდაჭერაზე, როგორც პიროვნულ ისე პროფესიულ განვითარებაზე. მუდმივად არის ფიქრი სიახლეების დანერგვაზე, მაღალი სასწავლო შედეგების მიღწევაზე.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- სკოლის წარმატება იზომება მიღწეული სასწავლო შედეგებით. ბევრი ინდიკატორი არსებობს სკოლის წარმატების გასაზომად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მთავარია ადგილობრივი თემის აღიარება, რომელიც არ არის ადვილი მისაღწევი.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- მუდმივ სიახლეებს, რომელიც სკოლაში შემოდის და ინერგება, უნდა  ფეხის აწყობა. კოლექტივი ერთიანად აკეთებს  ამას. შესაძლოა, რომელიმე რგოლი სუსტია, მაგრამ დანარჩენები თავის თავზე იღებენ დატვირთვას და ცდილობენ მაქსიმალური  შედეგის მიღწევას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ურთიერთობები. თითოეულ მოსწავლეს და თანამშრომელს უნდა უხაროდეს დილით სკოლაში  მოსვლა. ასევე ყველა მშობელი, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ახერხებდეს კომუნიკაციას სკოლასთან - დამრიგებელთან, მასწავლებელთან, დირექტორთან.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- მას ჩემი დახმარება სჭირდება. ეს განსაკუთრებით ხშირია არაფორმალური სწავლების განხორციელების  დროს. ჩვენი  მოსწავლეები იღებენ  ყველანაირ  დახმარებას, რაც კანონმდებლობით  დასაშვებია, მატერიალურს, ფინანსურს. არ ვზოგავთ არც ადამიანურ რესურსს. საბოლოოდ, შედეგით ყველანი კმაყოფილნი ვრჩებით.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- პირველ რიგში საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი კანონმდებლობის დაცვას. ასევე ვცდილობთ  ემოციურად ნაკლებად დაზიანდეს კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილე მხარეები. ამისათვის   თითოეულთან დიდი მუშაობის ჩატარება გვიწევს. ხშირად  ეს გარემოება რთული მოსაგვარებელია  და გრძელდება რამდენიმე კვირა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვახერხებთ მინიმალური დანაკარგით პრობლემის მოგვარებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- იქნება სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეები და მასწავლებლები  სიხარულით  მოვლენ  ყოველ დღე. იქნება  ურთიერთგაგება, ჯანსაღი თანამშრომლობა, განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალზე ფიქრი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება