სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინტერაქტიული გაკვეთილი, პირადი ფინანსების მართვისა და ფულის დაზოგვის თემას მიეძღვნა
18-11-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა.
 
მაია ვაშალომიძემ „ფინედუს“ დესპანმა მასწავლებელმა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან ჩაატარა „ფინედუს“ ინტერაქტიული გაკვეთილი პირადი ფინანსების მართვისა და ფულის დაზოგვის თემაზე.
 
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, გაკვეთილმა ხელი შეუწყო ფინანსური განათლების პოპულარიზაციას სკოლაში და განამტკიცა მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური კომპეტენციები.
 
„კონკურსის თემატიკამ ძალიან დამაინტერესა, ამ დროს მე-11 კლასში ვმუშაობდით პროექტზე პროცენტი ჩემს ფინანსურ ყოველდღიურობაში, „ფინედუს“ მოწოდებული მასალა ორგანულად მოერგო ჩვენს პროექტს და კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილი საინერესო აქტივობად იქცა მოსწავლეებისათვის, მასალებმა, რომლებიც ფინედუს ეგიდით მოგვეწოდა მოსწავლეებს გაუადვილა პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება.
 
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება.
 
პროექტისა და კონკურსის შერწყმამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა პროცენტის თემა დაენახათ როგორც ცხოვრებისეული რეალობა და არა მხოლოდ მათემატიკური ამოცანა.
 
კონკურსში ჩართვამ პროექტის საგნობრივი მიზნები გააძლიერა და მას პრაქტიკული მნიშვნელობა შესძინა. მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლეს პროცენტის გაანგარიშება, არამედ გაიაზრეს, როგორ მოქმედებს იგი მათ ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაზე. გაჩნდა ახალი მოტივაცია პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
 
ვფიქრობ , შევძელი წარმომეჩინა ინოვაციური მიდგომა, რომელიც აერთიანებს პროექტულ სწავლას, ფინანსური წიგნიერების განვითარებას და „ფინედუს“ კონკურსის ფარგლებში მოპოვებულ გამოცდილებას. მოსწავლეთა ინტერესიდან და ჩართულობიდან გამომდინარე მივიჩნევ რომ გაკვეთილმა ხელი შეუწყო ფინანსური განათლების პოპულარიზაციას სკოლაში და განამტკიცა მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური კომპეტენციები“,- აღნიშნავს პედაგოგი. 
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება