სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ​ნაბახტევის საჯარო სკოლაში
17-11-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა. 

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 14 ნოემბერს დიდი ზეიმით გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა.

ღონისძიების წარმმართველ იდეა იყო „ფოთოლცვენა“. ღონისძიება გახსნეს ორგანიზატორებმა - მუსიკის პედაგოგმა, მე-9 კლასის ხელმძღვანელმა, მაია რიჟამაძემ და პირველი კლასის ხელმძღვანელმა, ეკატერინე თედეშვილმა.

თემატიკიდან გამომდინარე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ააჟღერეს სიმღერები.

შესრულდა ცეკვა - „ცანგალა და გოგონა“, სადაც აქტიურად მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო პედაგოგი მაია რიჟამაძე.

მოსწავლეებმა ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობა იყო მშობლებისგანაც.

სკოლის დირექტორმა, ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, პედაგოგებს - მაია რიჟამაძეს და ეკატერინე თედეშვილს, პირველი (ეკატერინე თედეშვილი), მე-2 (თეონა გელაშვილი),მე-3 (ანა ხმალაძე),მე-4(ლელა მჭედლიძე) კლასების მოსწავლეებს მათ მშობლებსა და დამრიგებლებს აქტიური ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება