სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა 
17-11-2025
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგობრივ ცოდნაზე, არამედ მათ ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება ტარდება. 

„ჩვენს ეპოქაში თვალსაჩინო ხდება ფაქტი, რომ სწავლება არ იყოს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ, ის იქცეს შემოქმედებით პროცესად, რაც განავითარებს მოსწავლეთა თვალსაწიერს და გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ.

საშუალება, ამ მიზნის მისაღწევად არის ინტელექტუალური თამაშები, რომელიც არაა მხოლოდ გართობა, ის მრავალმხრივ უნარს ავითარებს მოსწავლეებში, უნარებს, რომელიც სჭირდება 21-ე საუკუნის ბავშვს“,- გვეუბნებიან სკოლაში სადაც, 13 ნოემბერს, ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების  ახალგაზრდა, მოტივირებული მასწავლებლის - ნაირა მოსოიანის ორგანიზებით, გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი მე-8 და მე-9 კლასებს შორის.

საინტერესოა ის, რომ საკითხები ისევ მოსწავლეებმა შეადგინეს. მასწავლებელთან ერთად მე-11 კლასის მოსწავლეებმა დააორგანიზეს როგორც ვიქტორინა, ისე კითხვების შედგენაზე იმუშავეს ერთობლივად, რამაც პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. 

„ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის აქტივობები იქნება მრავალი, ვინაიდან, სხვა კლასებმაც გამოთქვეს სურვილი ინტელექტუალური თამაშების ჩატარების“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება