| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.
მეოთხე კლასში ჩატარდა უსაფრთხოების თემაზე დაგეგმილი ტრენინგი. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაცნობა თუ როგორ იზრუნონ საკუთარ და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებაზე როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ.
ბავშვებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში, რა გააკეთონ საგანგებო შემთხვევებში და ვის მიმართონ დახმარებისთვის.
ტრენინგის დროს ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, აზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და პასუხობდნენ კითხვებს.
შეხვედრა ჩატარდა თბილ და მეგობრულ გარემოში. ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და აღნიშნეს, რომ შეხვედრა მათ ძალიან დაეხმარა უსაფრთხოების წესების უკეთ გაგებასა და შემდგომ უკვე დაცვაში.
ტრენინგს უძღვებოდა უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის უფლებამოსილი პირი არმინე ბადოიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა