სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ჩიხის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი ნინო გოშაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი
17-10-2025
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ნინო გოშაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატია. 

პედაგოგი ოთხ ათეულ წელზე მეტია ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას. 10 წლის განმავლობაში იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამე, 17 წელი სკოლის დირექტორი, მან სკოლას არაერთი წარმატება მოუტანა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით. 

ახლახან, მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც ნინო გოშაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 

ნინო გოშაძეს ახარებს პროფესიული აღიარება და მადლობას უხდის ყველას დაფასებისთვის. 

„მადლობა ჩემი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასებისა და აღიარებისათვის საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიკა ხვედელიძეს, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს სკოლასა და მის დირექტორ ლია ნადირაძეს.

მადლობა, კეთილი სურვილებისა და სითბოსთვის ყველა იმ ადამიანს ვინც გაიზიარა ჩემი სიხარული და წარმატება“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება