სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ენთუზიაზმითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაწყებული სასწავლო წელი შუასურების საჯარო სკოლაში 
17-10-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

წელსაც, როგორც ყოველთვის სკოლა მომზადებული შეხვდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ტრადიციულად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. 

ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ. 

სკოლის დირექტორმა ნათელა სიხარულიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა სასწავლო პროცესის განახლება და წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა, როგორც მოსწავლეებს ასევე სკოლაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს. 

აღსანიშნავია, რომ შუასურების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე თვეზე მეტია დაიწყო, მოსწავლეებს პირველი სასწავლო დრის განწყობა დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება