სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაკვეთილი გამოვიდა მხიარული, შემოქმედებითი და ძალიან პროდუქტიული“-განჯალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო თემა სახალისო აქტივობებით შეაჯამეს
16-10-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია. 

პედაგოგები პატარებს სახალისო აქტივობებით ანებივრებენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, 1-ელ კლასში ჩატარებული თემის - ბოსტნებული, შემაჯამებელი გაკვეთილი.

ბავშვებმა ფერების მიხედვით დაალაგეს ბოსტნეული, დამარცვლეს სიტყვები, მიუწერეს მარცვლების რაოდენობა და გააცალკევეს - მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ მზარდი ბოსტნეული

გაკვეთილის ყველაზე სახალისო ნაწილი იყო „სასწაული ყუთი”.

ბავშვები თვალდახუჭულები ხელით არჩევდნენ ბოსტნეულს და მხოლოდ შეხებით ცდილობდნენ გაეგოთ - რომელი ბოსტნეული იყო და რა ფერის

„მათი სიხარული და ემოციები დაუვიწყარი იყო! გაკვეთილი გამოვიდა მხიარული, შემოქმედებითი და ძალიან პროდუქტიული“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება