სიახლეები
სკოლები

„ყველას ვეუბნები, იყვნენ პოზიტიურები, სკოლაში ფეხის შემოდგმისთანავე გაიღიმონ, მაგალითს თავად ვაძლევ“-ლეწურწუმეს თემის სკოლის დირექტორი მერაბ ძაძამია
03-10-2025
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის ​ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. სკოლა, თანამედროვე და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის გამორჩეულად საზეიმოა. მოსწავლეები-მასწავლებლები სიყვარულითა და სიხარულით დაუბრუნდნენ ცოდნის კერას.

სკოლის დირექტორის -  მერაბ ძაძამიას თქმით, სკოლაში ხარისხიანი განათლების მიღებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

„ზეიმით და დიდი სიხარულით შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში, სადაც  ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ. ასეთი გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში მართლაც, რომ დიდი ზეიმით შევხვდით მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლის კედლებში. რა თქმა უნდა, მისასალმებელი სიტყვით და დიდი სიყვარულით მივმართე დამსწრე საზოგადოებას, მივულოცე სასწავლო წლის დაწყება ჩემს ძვირფას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს,  განსაკუთრებით კი პატარებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი. გადავეცით მათთვის განკუთვნილი ნოუთბუქები, წიგნები და სიმბოლური საჩუქრები. სკოლაში დიდი სიხარული და ბედნიერება სუფევდა, ვგრძნობდი თითოეული მოსწავლის მაჯისცემას და მიხაროდა, რომ მათაც მოუხაროდათ აქ მოსვლა, აქ სადაც ცოდნის აკვანია და მათი წარმატებული მომავლისთვის დიდი საქმე კეთდება“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი. 

მცირეკონტიგენტიანი სკოლა სულ 56 მოსწავლეს ითვლის, რომელთაგან 6 პირველკლასელია. მათ ხარისხიან განათლებაზე 28 გამოცდილი პედაგოგი ზრუნავს, რომელთა თავდაუზოგავი შრომა მოსწავლეთა წარმატებებით ფასდება.  წლევანდელი შედეგები ამის საუკეთესო დასტურია - ოთხი კურსდამთავრებულიდან ორი ოქროსმელადლოსანია.

„სკოლაში 28 პროფესიონალი  და თავისი საქმის ზედმიწევნეთ მცოდნე ადამიანი მუშაობს. მათგან ერთი სპეციალური მასწავლებელია, სამს წამყვანის სტატუსი აქვს, დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლები არიან. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. რასაც ჩვენი მოსწავლეების მიღწევებიც მოწმობს, წელს სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ორი ოქროსმედალოსანი იყო, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და დღეს უკვე სტუდენტები არიან. სკოლაში მოსწავლეთა სიმცირის გამო ინდივიდუალური და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სწავლება მიმდინარეობს. ეს აშკარად სახეზეა, თუმცა ეს ხშირად სადაო თემაა, მაგალითად მე ვფიქრობ, რომ რაც მეტია სკოლაში ბავშვი მით მეტია სწავლების ხარისხი, რადგან უფრო მეტად კონკურეტუნარიანი გარემო იქმნება და ჯანსაღი კონკურენციაც უფრო მეტია. თუმცა, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს და ექნება თანაბარი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი უკვე 33 წელია განათლების სისტემაში მოღვაწეობს, სკოლას კი სათავეში 16 წელია უდგას. სკოლის მართვისას მისი მთავარი პრინციპი სამართლიანობაა, მისი თქმით, სწორედ სამართლიანობა და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის იმ გარემოს, სადაც ბავშვები მოტივირებულნი და ბედნიერნი არიან. „რა აზრი აქვს სკოლის არსებობას, თუ მოსწავლეებს აქ მოსვლა არ უხარიათ და არ უყვართ ის ადგილი, სადაც ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლები უნდა გაატარონ,“ - ამბობს დირექტორი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ ცდილობს, ყოველდღე მოსწავლეებს ღიმილით შეხვდეს და კარგი განწყობა გაუზიაროს.

„33 წელია ვემსახურები ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეს, ჯერ პროფესიულ სასწავლებელში ვასწავლიდი, 16 წელია კი ამ სკოლის დირექტორი ვარ, მათ შორის ორი ვადით არჩეული გახლავართ. ეს განსაკუთრებით მახარებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ნდობის ხარისხი უფრო მეტია. ვცდილობ და ყველას ვეუბნები, რომ იყვნენ პოზიტიურები და სკოლაში ფეხის შემოდგმისთანავე გაიღიმონ, საზრუნავი უკან მოიტოვონ, რადგან ყველაფერი გადამდებია, სიხარულიც, ღიმილიც და უარყოფითი ემოციებიც, ამიტომაა, რომ მე თავად ვაძლევ მაგალითს ყველას პოზიტიურად დავიწყოთ დღე. მოსწავლეების კარგი განწყობა, მათი გაღიმებული და სიყვარულით სავსე თვალები ჩემთვის უპირველესია, მიყვარს ისინი და ვთვლი, რომ ჩემი პატარა მეგობრები არიან, მათი სიხარული მაბედნიერებს და ყველა პრობლემას საკუთარივით განვიცდი, პედაგოგები იმიტომ ვიღწვით, რომ ისინი იყვნენ წარმატებული, ბედნიერი და იღბლიანი. რა აზრი აქვს სკოლის არსებობას თუ ბავშვებს არ მოუხარიათ აქ და არ უყვართ ის გარემო, სადაც ცხოვრების ულამაზესი წლები უნდა გაატარონ. მაგრამ მარტო პოზიტივიც რას გიშველის თუ ხელმძღვანელი სამართლიანი არ არის - ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია. ალბათ არ გამოჩნდება ადამიანი. ვისაც არასამართლიანად მოვქცევივარ.  ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდით სრულიად რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად ქმნის სწავლისთვის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოს. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა, ვინც მონაწილეობა მიიღო  ჩვენი სკოლის რეაბილიტაციაში, რადგან უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემო სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია“,- ამბობს დირექტორი. 

„განათლება ის ძალაა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, - ხაზგასმით აღნიშნავს დირექტორი და იმედოვნებს, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა მალე მოსწავლეებით აივსება. 

„ჩვენი რეაბილიტირებული სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. ძალიან გამიხარდება და ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ადგილები სრულად შეივსება და სკოლა სრული დატვირთვით იმუშავებს. მერწმუნეთ, განათლება  ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს და თუ ქვეყანა განათლებაში დებს ინვესტიციას ე.ი. ეს ქვეყანა სწორად ვითარდება

მინდა, ჩვენმა საყვარელმა ახალგაზრდობამ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, სწორი მიმართულებით განვითარდნენ, რადგან ის დრო - როცა მოსწავლე, მოზარდი თუ სტუდენტი იყავი არასდროს განმეორდება არ მინდა ჩვენს ასაკში მიხვდნენ ამას. ჩემი რჩევა და დიდი სურვილია სწორედ გამოიყენეთ დრო, ისწავლეთ, იშრომეთ, დაისახეთ მიზნები და სწორი გზით მიაღწიეთ მას!“,- ამბობს მერაბ ძაძამია და ახალგაზრდა თაობას გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

 


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

ინფორმაცია 2026 წლის ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის მსურველთა საყურადღებოდ

მასწავლებლების საყურადღებოდ, 3 ოქტომბერი განაცხადის გაკეთების ბოლო დღეა

რა კომპეტენციები აქვს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტს - მინისტრის ბრძანება ძალაში 22 ოქტობრიდან შევა

მთავრობის გადაწყვეტილებით 2025 წლის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა - დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა სკოლაში არსებული ანა კალანდაძის სკვერში ცოდნა და ინფორმაცია გაცვალეს

 

 

მოსწავლეებმა დრო მეტად სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება