| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

17 სექტემბერს, ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის დაარსებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისათვის, სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლის მდიდარი ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის, რას სკოლისთვის საამაყოა.
სკოლის 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს ფარგლებში, ამავე სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობით წარმოდგენილი იყო:
• გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა;
• STEM-ის თემატიკა, სკოლაში არსებული კლუბის წევრ მოსწავლეთა მიერ დამზადებული სამეცნიერო ხელსაწყოების გამოფენა;
• საზეიმო ღონისძიება;
• სკოლის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
საზეიმო ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობდა სკოლასთან არსებული სახალხო -სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფაფანაკი“.
საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ონისე ბოჭორიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ თამარ მახარაშვილმა, სკოლის დირექტორთან ერთად, დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პედაგოგები და თანამშრომლები.
საიუბილეო საღამოზე დაჯილდოვდნენ: დირექტორის მოადგილე რეზო მახარაძე, საქმისმწარმოებელი დალი სადილიანი, სკოლის ბუღალტერი თინა ჭოლაძე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი გიორგი სუთიძე, თანამშრომელი ნოდარ ღვინიანიძე.
პედაგოგები: ლეილა ცვარიანი, ლეილა კვანტალანი, ლეილა დიასამიძე, ნუნუ ჯანაშია, ნატალია შერაზადიშვილი.
საღამომ ემოციებით აღსავსე ვითარებაში ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა