| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწფო დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით გაგრძელდა.
მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად იზეიმეს. დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ პირველი სასწავლო დღე ბავშვებისთვის დღესასწაულად ექციათ.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
„დაიწყო კიდევ ერთი ბობოქარი, საინტერესო, აღმოჩენებითა და გამოწვევებით დატვირთული სასწავლო წელი. ვულოცავთ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს. ვუსურვებთ ნაყოფიერი და წარმატებული იყოს ეს წელი თითოეული მათგანისათვის.
განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავთ ჩვენი მომავლის ვარსკვლავებს, ჩვენს პირველკლასელებს და დავულოცავთ გზას ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა