სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ მოსწავლეებს 15 სექტემბერი დაუვიწყარ ზეიმად უქცია 
18-09-2025
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში, პროფესიონალი პედაგოგებითა და მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებით. 

დირექტორის -  საულ სულაბერიძის ხელმძღვანელობით, პედაგოგიური გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს და საუკეთესო შედეგსაც დებენ. 

სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. დირექცია და პედაგოგები, რომელბიც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ, ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. მათ ბავშვებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყვეს. 

დირექტორმა, საულ სულაბერიძემ სიყვარულით მიმართა მოსწავლეება, გზა დაულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი 2025-2026 სასწავლო წელი უსურვა.სიყვარულით მოეფერა თითოეულ მათგანს, შემდეგ პედაგოგებთან ერთად წარუძღვა საგანგებოდ მათთვის მორთული საკლასო ოთახებისკენ, სადაც ბავშვებს სიურპრიზებიც ელოდათ. 

15 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. დირექციამ და პედაგოგებმა სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება პატარებს სიხარულად უქციეს. 

სკოლის პედაგოგიური გუნდი კი ნამდვილად აღუზრდის საქართველოს სასიქადულო ახალგაზრდობას.

„იხარეთ და იდღეგრძელეთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გაგვახარეთ თქვენი სწავლით და გვასახელეთ სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე“, - ამ სიტყვებით მიმართა სკოლის ხელმძღვანელმა თითოელ მათგანს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება