სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმუშაოთ ერთად, რომ ზღაპრული გარემო იყოს წარმატებისა და წინსვლის საწინდარი“ -სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
18-09-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას ზარ-ზეიმით შეხვდა. 

გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. მოსწავლეთა დასახვედრად დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ. ზღაპრულად მორთულმა სასკოლო გარემომ, დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. მათ ცოდნის სამყაროში მეგზურობას მოსიყვარულე და მზრუნველი მასწავლებლები გაუწევენ. 

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და სკოლის ადმინისტრაცია გილოცავთ 2025–2026 სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს ახალ და ინსპირაციულ გარემოში!

გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და უამრავ სასიამოვნო აღმოჩენას - თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს და იმ დიდ ოჯახის ყველა წევრს, რომელსაც სკოლა ჰქვია.

ჩვენი სკოლა ავტორიზებულია - ეს ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას, უფრო მაღალი სტანდარტებს და უწყვეტ ზრდას. ავტორიზაცია არა მხოლოდ მიღწეული ხარისხის აღიარებაა, არამედ ვალდებულება, ყოველდღე გავაუმჯობესოთ სასწავლო სივრცე, სწავლების მეთოდები და შედეგები.

ახალი სასწავლო წელი - ახალი შესაძლებლობებია: მეტმა ცოდნამ მეტი თავისუფლება მოიტანოს, თანამშრომლობამ - საერთო სიძლიერე შექმნას, მოტივაციამ - დიდი მიზნებისკენ მიგვიყვანოს.

ვიმუშაოთ ერთად, რომ ზღაპრული გარემო იყოს წარმატებისა და წინსვლის საწინდარი ყველა ბავშვისთვის. წარმატებები ყველას!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება