სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
17-09-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს სითბოთი და სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, საჩუქრებმა, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

სკოლის დირექტორმა - სტელა გიგოლაევამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„გულითად ვულოცავ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას. დაიწყო ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. თითოეულ თქვენგანს წარმატებებს ვუსურვებთ. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

გასული სასწავლო წელი ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2-მა ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა. თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა.

სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომა ყველაზე მეტად მაინც კურსდამთავრებულების საატესტატო და ეროვნული გამოცდების შედეგებში აისახება ხოლმე. წელსაც ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს: მათმა უმრავლესობამ გრანტი აიღო და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. დღეს ისინი ჩვენს სიხარულს უერთდებიან. მათ ამ წარმატებას ხომ სწორედ ჩვენს სკოლაში ჩაეყარა საფუძველი.

ასევე უღრმესი მადლობა წელსაც ტრადიციისამებრ, რომ ანებივრებს ლაგოდეხის მერი ბატონი ჯონდო მდვინიშვილი პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრებით“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება