სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენმა შრომამ, მონდომებამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო“- რუსთავის N20 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ 
05-09-2025
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა. 

მათ შორის არიან - თამთა ვაზაგაევი, ნატალია გოგიძე, ცოტნე გულაღაშვილი და ლაზარე გულაღაშვილი, რომელთაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. 

სკოლის დირექტრორი ნინო ბეგაძე ხარობს მათი წარმატებით და ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში უსურვებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას. 

„რუსთავის N20 საჯარო სკოლის დირექცია გულთბილად ულოცავს ჩვენს მოსწავლეებს - თამთა ვაზაგაევს, ნატალია გოგიძეს, ცოტნე გულაღაშვილს და ლაზარე გულაღაშვილს - სკოლის ოქროს მედალზე წარმატებით დასრულებას!

მათ ამ მიღწევით არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ მთელი სკოლა კიდევ ერთხელ გაახარეს.

დირექცია ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათი კლასის დამრიგებლებს - ნატალია ოთარაშვილს და ქეთინო ფოფხაძეს, მათ თავდადებული შრომისა და მოსწავლეებისადმი სიყვარულით სავსე ზრუნვისთვის“,- აღნიშნულია დირექტორის წერილში. 

სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგები ახალგაზრდებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და ყველა კურსდამთავრებულს ულოცავენ სტუდენტის სტატუსის მოპოვებას. 

„რუსთავის N20 საჯარო სკოლის საყვარელო კურსდამთავრებულებო, მთელი გულით გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას!

თქვენმა შრომამ, მონდომებამ და მიზანდასახულობამ გამოიღო შედეგი და დღეს უკვე ახალ, საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსე გზას ადგახართ.

ეს წარმატება არ არის მხოლოდ ერთი ეტაპის დასასრული – ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, სადაც გელით კიდევ უფრო დიდი მიღწევები, თვითრეალიზაცია და სიხარული.

გვეამაყებით თითოეული თქვენთაგანით და გისურვებთ წარმატებებს მომავალში! არ შეწყვიტოთ განვითარება, დარჩით ცნობისმოყვარეები, კეთილშობილები და მტკიცედ იარეთ თქვენი მიზნებისკენ!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება