| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
წელს, სკოლიდან გამოცდებზე 13 აბიტურიენტი გავიდა და 13-ვე სტუდენტი გახდა. მათგან ორმა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, ორმა- 70%-იანი და ექვსმა - 50%-იანი.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით. დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„გილოცავთ, თითოეულ თქვენგანს ამ უდიდეს წარმატებას და ულევ სიხარულს გისურვებთ ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა