| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო? - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.
დღეს გაგაცნობთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: ნათია ფირაშვილს, ლიკა სამუშიას, მარი სამუშიას, ნინი ოტიაშვილსა და ანი ფირაშვილს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლას, ამაგდარ პედაგოგებს არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.
„სასკოლო საზოგადოება დირექტორის, მანანა მათეშვილის ხელმძღვანელობით, ულოცავს სტუდენტობას კურსდამთვრებულებს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - ასე ეხმაურება ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლეების წარმატებულ ნაბიჯებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა