| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-12 კლასელებთან ერთად აღნიშნეს, მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე - სკოლის დამთავრება.
16 ივნისს ყვარლის კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო ღონისძიება - „ბოლო ზარი“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების XII კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ შორის იყვნენ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები. სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად გააზიარეს სკოლის დამთავრების სიხარული და ამაღლებული განწყობა.
ღონისძიება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა იმით, რომ მოსწავლეებმა თვითონვე მოამზადეს პროგრამის ნაწილი და მაყურებლის წინაშე წარდგნენ მრავალფეროვანი ნომრებით.
ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სცენაზე შესრულებულმა აჭარულმა ცეკვამ კი განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.
ახალგაზრდებმა ეროვნული ცეკვის მეშვეობით გამოხატეს ქართული კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა.
ღონისძიება დაუვიწყარი მოგონებად იქცა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა