| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით კი მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს.
მათ შორის, აღსანიშნავია ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ეზოში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი.
გაკვეთილი, საბუის საჯარო სკოლის ორგანიზებით, 9 ივნისს, VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა. მიზანი იყო კუთხის ისტორიული ძეგლების და მათი ისტორიის უკეთ გაცნობა.
სასწავლო პროოცესი მეტად შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და მოძიებული ინფორმაცია ნეკრესის შესახებ. ისაუბეს ისტორიული ქალაქზე და უნიკალურ სამონასტრო კომპლექზე, გაიხსენეს მის დაარსების ისტორიაა, მოიყბანეს ისტორიული წყაროები.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გასვლით გაკვეთილს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მაგული ველიაშვილმა, თამარ დომელიშვილმა და მარინა ტურაშვილმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა