სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოჩაღ ბიჭებო, მჯერა, გვასახელებთ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
04-08-2025
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექციისა და პედაგოგთა ინდივიდუალური, მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული საგანმანათლებლო მიდგომა, პირდაპირ აისახება კურსდამთავრებულთა წარმატებაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგები ამის ნათელი დადასტურებაა.

კურსდამთავრებულებმა -  გიორგი მესხიამ, რეზი არველაძემ და გიორგი გველესიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი ქულები მოიპოვეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი მესხიას ქულები, მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საოცარი შედეგები აჩვენა და მთელ სოფელს, სკოლას, მასწავლებლებსა და თანატოლებს დიდი სიხარული და სიამაყე მოუტანა.

  • კურსდამთავრებულმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 55 ქულა მოიპოვა;
  • უცხოურ ენაში - 63 ქულა;
  • ისტორიაში კი - 57 ქულა. 

აღნიშნული შედეგები კურსდამთავრებულის შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. 

სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს, ახარებს კურსდამთავრებულთა შედეგები და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებს. 

„ჭალადიდის საჯარო სკოლის სახელით ვულოცავ  ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს -  გიორგი მესხიას, რეზი არველაძეს, გიორგი გველესიანს. ყოჩაღ, ბიჭებო, ცხოვრების ერთი ურთულესი ეტაპი უკვე გაიარეთ, წინ ახალი გამოწვევებია, მჯერა, აქაც გვასახელებთ. წარმატებები“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება