სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პერევის საჯარო სკოლის ბილოგიის პედაგოგი მასწავლებელთა ბანაკში გადამზადებას გადის - ნატო მაკასარაშვილი სექტემბრიდან სკოლაში STEAM კლუბს დააფუძნებს 
04-08-2025
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, STEAM კლუბი გაიხსნება, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო მაკასარაშვილი გაუძღვება. 

ნატო მაკასარაშვილმა უკვე წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, 200 მასწავლებელს შორის  მოხვდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ გადამზადებას გადის. 

პროგრამის „STEAM განათლება“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერების მიზნით დაიწყო. აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირდა 800-მდე მასწავლებელი. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ვებინარები, რომლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე შეირჩა 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობენ ბანაკში, სადაც შეისწავლიან STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს. 

პერევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო მაკასარაშვილი ბანაკში სწავლობს STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში დააფუძნებს STEAM კლუბს.

სექტემბრიდან 200 სკოლას, მათ შორის, პერევის საჯარო სკოლას განათლების სამინისტრო გადასცემს STEAM ლაბორატორიას და კლუბის მუშაობისათვის საჭირო ნაკრებებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება