სიახლეები
სკოლები

„ხელმძღვანელმა სხვებს მაგალითი საკუთარი ქცევითა და დამოკიდებულებებით უნდა მისცეს“- ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა
01-08-2025
-
+


ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში, დირექტორი ვარდო უგლავა ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს, რისი ნათელი მაგალითიც წარმატებული კურსდამთავრებულებია

„დღეს, გამოცდების ქულები დაიდო და ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, მირეკავენ ჩემი მოსწავლეები და თავიანთ წარმატებებს მამცნობენ, საოცარი ქულები აქვთ, ამაყი და ბედნიერი ვარ“,- სიხარულით აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი, რომელიც უკვე 35 წელია, რაც მომავალი თაობების განათლებას  ემსახურება, აქედან 17 წელი დირექტორის პოზიციაზე. ის ყველასთვის სამაგალითო ხელმძღვანელია. 

როგორც თავად ამბობს, გამოცდილებამ ასწავლა, რომ ხელმძღვანელი, პირველ რიგში, საკუთარი ქცევით და დამოკიდებულებით უნდა აძლევდეს სხვებს მაგალითს. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ სკოლაში შექმნილია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემო, ერთმუშტად შეკრული გუნდი კი ყველაფერს აკეთებს, რომ მომავალ თაობას საფუძვლიანი ცოდნა მისცეს. 

საშუალო სკოლაში 240 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 15 პირველკლასელის ჩათვლით.

„ჩვენი სკოლა ქუთაისის ძირძველ უბანშია განთავსებული, ბევრი ბავშვი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ მშობელს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ბავშვები თავისთან მიჰყავთ, მცირკონტიგენტიანი სკოლისთვის კი წელწადში 10-15 ბავშვის წასვლა დიდი ტკივილია“,- აღნიშნავს დირექტორი. 

დირექტორი ამაყად გვიყვება წლევანდელ კურსდამთავრებულებზე.

„წელს 24-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან 18 ერთიან ერთოვნულ გამოცდებზე გავიდა. დღეს ქართულის და უცხოური ენის ქულები დაიდო და ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, მირეკავენ ჩემი მოსწავლეები და თავიანთ წარმატებებს მამცნობენ, საოცარი ქულები აქვთ, ამაყი და ბედნიერი ვარ“, - გვეუბნება დირექტორი. 

სკოლაში 26 სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური პედაგოგი მუშაობს, მხოლოდ საგნებს არ ასწავლიან, ისინი ქვეყანას ღირსეულ და სამაგალითო მოქალაქეებს უზრდიან. 

„სკოლაში 26 სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური პედაგოგი გვყავს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რომ მომავალ თაობას მისცენ ხარისხიანი განათლება და აღზარდონ სწორ ღირებულებეზე. გვყავს სსსმ მოსწავლეებიც, რომელთათვის შექმნილია მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო. 

35 წელია განათლებას ვემსახურები და აქედან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება მაქვს, ზუსტად ვიცი და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ხელმძღვანელმა საკუთარი ქცევითა და დამოკიდებულებით უნდა მისცეს მაგალითი ყველას და აუცილებლად გავა შედეგზე, აქედან გამომდინარე ჩვენი სკოლა ერთმუჭად და ერთ ოჯახად არის შეკრული, თანამშრომლებიან- მოსწავლეებიანად, გვერდში ვდგავართ ერთმანეთს, გვიხარია ერთმანეთის სიხარული, განვიცდით და ვცდილობთ დახმარებას, რათა ერთად გადავჭრათ გამოწვევები“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ამჟამად კი ახალგაზრდებს გულშემატკივრობს და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასა და ნათელ მომავალს უსურვებს. 

„ჩვენს ახალგაზრდობას და მომავალ თაობას ვუსურვებ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე უამრავ აღმოჩენებს, მოტივაციას და სიხარულს. მინდა იყვნენ შრომისმოყვარენი და არ შეწყვიტონ ოცნება, რადგან მათი მომავალი მათ ხელშია, იზრუნონ საკუთარ თავზე, იყვნენ კეთილნი სამყაროს მიმართ და მიხვდებიან, რომ ცხოვრება ღირდა“,- ამბობს ვარდო უგლავა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სამინისტროს სსიპ-ის თანამშრომლეთა ხელფასები 8-დან 11 ათას ლარამდე იქნება - მთავრობის განკარგულება emis-ში ხელშეკრულებით დასაქმებულებს ეხება

თუ მასწავლებლები სასწავლო წლის ბოლომდე არ შეიცვლიან სტატუსს, დირექტორებმა კონკურსი უნდა გამოაცხადონ - განმარტება პრაქტიკოს პედაგოგებთან დაკავშირებით

„სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას“ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20 გრადუსამდე 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 16 იანვარია - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიება გამოირჩეოდა სადღესასწაულო განწყობით, მრავალფეროვანი წარმოდგენებითა და შემოქმედებითი აქტივობებით

თემაზე მუშაობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით

საზეიმოდ, საახალწლო დეკორაციებით მოირთო სკოლა, გაიმართა არაერთი სადღესასწაულო აქტივობა თუ ღონისძიება

დამრიგებელმა ჟუჟუნა მარკოიძემ მოსწავლეებს, შობა-ახალი წელი მიულოცა და ბედნიერი დღესასწაულები უსურვა

საინტერესო

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება