სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ექსკურსია სამეგრელოში 
30-07-2025
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ექსკურსიებით განსაკუთრებით დატვირთულია სასწავლო წლის დასასრული. სწორედ შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიებით დააგვირგვინეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი. 

დამრიგებელმა ეკა ყურაშვილმა 22-23 ივნისს მე-10 კლასის მოსწავლეები ორდღიან ექსკურსიაზე წაიყვანა სამეგრელოს რეგიონში.

მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით სამეგრელოს არაერთ ღირსშესანიშნაობას სტუმრობდნენ. 

მე-10 კლასელებმა მოინახულეს ზუგდიდის დადიანების სასახლე - სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია, რომელიც ოდიშის მთავარმა – ლევან II დადიანმა ააგო მე-17 საუკუნეში. ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კომპლექსში მოთავსებულია დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

ასევე სტუმრობდნენ მარტვილის კანიონს, რომელიც ზღვის დონიდან 210 მეტრზე მდებარეობს. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. მოსწავლეებმა გაიარეს ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც განლაგებულია იყო 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე. გაისეირნეს ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

მე-10 კლასელებმა მოინახულეს ოკაცეს კანიონი, რომელიც საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით, მდიდარი ტბებით და ჩანჩქერებითაა წარმოდგენილი. მდებარეობს იმერეთში, სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში.

მდინარე ოკაცეს სიგრძე 14 კილომეტრია, კანიონის კი 2 კმ, მისი სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე დიდი ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის - „ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია, „ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთათვის ექსტრემალური გამოდგა ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკის გავლა, რომლსაც 2-3 საათი დასჭირდა. საფეხმავლო მარშრუტმა დადიანების ისტორიულ ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდული ბილიკი, ასევე პანორამული გადასახედი მოიცვა, სადაც სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეძლეს. ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალე იყო, რამაც მოგზაურობა კიდევ უფრო ექსტრემალური გახადა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები და შემოქმედებითი წარმოდგენები წარადგინეს
 

„გვჯერა, ლილი მასწავლებლის ღვაწლი სათანადოდ შეფასდება და დაფასდება კიდეც“

კრებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ხელაძე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება