სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია, სადაც მისვლა მიმიხარია“ - ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი
30-07-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლა დირექტორის - გულო ვიბლიანისთვის მეორე ოჯახია, სადაც სიყვარულით ქმნით საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც გათვალიწინებულია, როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა ინტერესები და საჭიროებები. 

„თუ ბავშვები არ გიყვარს, ამ პროფესიაში დიდი ხნით ვერ დარჩები“, - ამბობს გულო ვიბლიანი და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას უკვე ნახევარი საუკუნეა ემსახურება, სკოლას კი 23 წელია უდგას სათავეში. 

მისთვის დირექტორობა, ადამიანურ ურთიერთობებზე, პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული პოზიციაა. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავს მოსწავლეების მეგობრად და გულშემატკივრად მიიჩნევს, სკოლას კი მეორე სახლად, სადაც ყოველ დღე მიუხარია. 

მისი მიზანია, სკოლაში სუფევდეს ჰარმონია, სასწავლო პროცესი კი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, ითვალისწინებდეს ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს. 

ამჟამად, მცირეკონტიგენტიან საშუალო სკოლაში 33 მოსწავლე ირიცხება, სამწუხაროდ, წელს არ ჰყავთ არც პირველკლასელი და არც მე-12 კლასელი. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლიდან 3 კურსდამთავრებული გააცილეს, რომელთაგან, 1 ოქროს, მეორე ვერცხლისმედალოსანია. რა თქმა უნდა, ორივე გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. დირექტორი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს და მათგან საუკეთესო შედეგსაც ელოდება. 

„ველოდებით მაღალი ქულებით გაგვახარონ. შარშან, ერთმა მოსწავლემ დაამთავრა ჩვენი სკოლა, მანაც ოქროს მედალზე. საოცრად კარგი ბავშვი იყო და უნივერსიტეტშიც წარმატებით სწავლობს, წინა წლებშიც გვყავდა 2 ოქროსმედალოსანი, ამაყი და მხარგამართული ვარ, რომ ის შრომა, რომელსაც მოსწავლეებში, მე და ჩემთან ერთად სკოლის 17 პედაგოგი (1 მენტორი და 8 უფროსი მასწავლებელი. დანარჩენი კი სერტიფიცირებულები) ვდებთ ფასდება.

ჩემი განათლების სფეროში მუშაობა 50 წელს ითვლის და აქედან 23 წელი დირექტორად ვმუშაობ. სკოლაში ამდენი წელი ვერ ვიმუშავებდი ბავშვები, რომ არ მიყვარდეს. მიყვარს მათთან მუშაობა, მათში დადებითი ემოციების აღძრა და თუ ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამითვლიან, ეს სიყვარული ორმხრივია. არასოდეს ვაგრძნობინებ მოსწავლეს, რომ მე დირექტორი ვარ და ისინი მოსწავლეები, მე მათი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ. სკოლა მეორე ოჯახია, სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ და არ შეიძლება იქ არ მიგიხაროდეს მისვლა, ამიტომაა ძალისხმევას არ ვიშურებ, რომ სკოლაში სრული ჰარმონია სუფევდეს, სწავლება კი საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. სკოლაში სწავლება ინდივიდუალურ მიდგომებზე დგას“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი მომავალ თაობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ განათლება წარმატების გასაღებია.

„მინდა ახალგაზრდებს წიგნი უყვარდეთ, ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში თითქოს მიივიწყეს, რაც სამწუხაროა. ბევრი უნდა იკითხონ, ისწავლონ თავიანთი ნათელი მომავლისთვის. მიყვარს ჩვენი ახალგაზრდობა და ხშირად გაკვირვებული ვრჩები რამხელა ინფორმაციას ფლობენ. მინდა, რომ სამშობლო უყვარდეთ, რადგან სამშობლო ხატია, სალოცავი და თუ ის გიყვარს ყველაფერი გიყვარს და აფასებ. იხარეთ ახალგაზრდებო და გვასახელეთ!“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება