სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში ოჯახური გარემო გვაქვს, სადაც ყველას მოუხარია“ - მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარგო ბალასანიანი
30-07-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში, დირექტორი მარგო ბალასანიანი უზრუნველყობს კეთილგანწყობილ, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი დაფასებული და მოტივირებულია. სკოლის ხელმძღვანელი 40 წელია განათლებას ემსახურება და უკვე 30 წელია დირექტორის რანგში ზრუნავს სკოლის განვითარებაზე. მისთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის - ესაა ოჯახური გარემო, ინდივიდუალური მიდგომებითა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებით. 

მცირეკონტიგენტიან საბაზო სკოლაში, წელს დარეგისტრირებული ერთი პირველკლასელის ჩათვლით, 10 მოსწავლე ირიცხება. 

როგორც დირექტორი აღნიშნავს, პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა მისცენ. სწავლება ფაქტობრივად ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა რესურსი კი უფრო მიმზიდველს და ეფექტიანს ხდის სასწავლო პროცესს.

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი განათლებისთვის, გვყავს კვალიფიციური 6 პედაგოგი, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ მოსწავლეთა ცოდნის გასღმავებლად,  ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლების წესი გვაქვს. ბავშვებმა ყველაფერი, რომ გაიგონ და კარგად შეისწავლონ ესა თუ ის საგანი, თვალსაჩინოებისთვის ვიყენებთ სხვადასხვა რესურსს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. როცა ერთი მოსწავლე წარმატებულია, მეორესაც უჩნდება სურვილი ეს ჯანსაღი კონკურეციაა, რაც ძალიან მახარებს“,- აღნიშნავს დირექტორი.

სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის საფუძვლიან სწავლებას. 

„დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქართული ენის სწავლებას, ბავშვები თავისუფლად წერენ და კითხულობენ, დიალოგსაც თავდაჯერებულად მართავენ.

ჩვენი სკოლადამთვრებული მოსწავლეები საკმაოდ მომზადებულები არიან, სწავლას აგრძელებენ მეზობელი სოფელის სკოლაში და შემდგომ აბარებენ უმაღლესებში, არიან ისეთებიც ვინც პროფესიულ სასწავლებლებში მიდის“,- გვეუბნება მარგო ბალასანიანი.

ხარისხიანი განათლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თბილი, ოჯახური ატმოსფერო - ის პირობებია, რის გამოც მიასნიკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სიხარულით მიდიან.

„40 წელია განათლებას ვემსახურები და ვზრდი მომავალ თაობას, 30 წელი დირექტორი ვარ და სკოლა ჩემთვის ყველაფერია, ამიტომ სკოლაში  ოჯახური გარემო გვაქვს. სისუფთავე,  მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან მინდა ყველა სიხარულით მოდიოდეს სკოლაში და ასეც არის. 

ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ვუსურვებ ისწავლონ განავითარონ თავიანთი უნარები, შექმნან სამაგალითო ოჯახები, იყვნენ კარგი ადამიანები და რაც მთავარია გამოადგნენ სამშობლოს - საქართველოს!“- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება