სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის ყოველი მოსწავლე ძვირფასი და საყვარელია. ვცდილობ, მათი მეგობარი, ერთგული გულშემატკივარი ვიყო“ - დაბა თამარისის სკოლის დირექტორი  მზია კაპანაძე
29-07-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კაპანაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია გარემო, სადაც ხარისხიანი განათლება ურთიერთპატივიცემით, მეგობრობითა და ნდობით იწყება. სწორედ ამ ფასეულობებზეა აგებული სასკოლო ცხოვრება სკოლაში, რომელსაც მზია კაპანაძე მრავალი წელია უდგას სათავეში. იგი 1983 წლიდან ჩართულია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაში, 1988 წლიდან ამავე სკოლაში მუშაობს, თავდაპირველად, როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, შემდეგ სასწავლო ნაწილად, ხოლო 1996 წლიდან - დირექტორის პოზიციაზე.

„ჩემთვის ყოველი მოსწავლე ძვირფასი და საყვარელია. ვცდილობ მათი მეგობარი, ერთგული გულშემატკივარი ვიყო“, - ამბობს ის.

სკოლა ქართულენოვანია, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობა აზერბაიჯანულენოვანია. სწორედ ამ მრავალენოვანი გარემოს გათვალისწინებით, კოლექტივი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფო ენის სწავლებას. პედაგოგები დამატებით საათებსაც კი უთმობენ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან მუშაობას, რაც მათ პროფესიულ ერთგულებასა და პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

საშუალო სკოლაში 403 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 33 პირველკლასელის ჩათვლით. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა ქართულია მოსწავლეთა უმეტესობა ეთნიკურად არაქართველია. წელს, მაგალითად 18 ბავშვიდან მხოლოდ 4 იყო ქართველი. აზერბაიჯანელი გოგონებისთვის, მშობლები, რომლებიც ცდილობენ შვილებს პროფესია მისცენ, პროფესიულ სასწავლებელს ირჩევენ. სამწუხაროა, რომ უმაღლესებში არ მიდიან, მაგრამ ესეც მახარებს, რომ უპროფესიოდ არ რჩებიან.  მათი უმრავლესობა, თითქმის 90 პროცენტი, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში მიდის. 

სკოლაში 30 პედაგოგი გვყავს აქედან მხოლოდ 4-ია უსტატუსო. წელს ავტორიზაცია გავიარეთ და ეს პლიუსად ნამდვილად არ ითვლება, ამიტომ გამოცხადებული გვაქვს კონკურსი და კვალიფიციური კადრებით ჩავანაცვლებთ მათ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

მისი თქმით, სკოლაში მეგობრული კოლექტივია, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოსწავლეებმა ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

„ძალიან მეგობრული კოლექტივია, ყველა პედაგოგი მონდომებული და მიზანდასახულია, რომ რაც შეიძლება კარგი განათლება მივცეთ მოსწავლეებს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არაქართველ ბავშვებთან ბოლომდე ვმუშაობთ და დამატებით საათებს ვუთმობთ.

ჩემთვის გამათლება უპირველესია, 1983 წლიდან ვარ განათლებაში. ამ სკოლაში 1988 წლიდან ვმუშაობ როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, შემდეგ 5 წელი სასწავლო ნაწილად და 1996 წლის აპრილიდან დირექტორად, ჩემთვის ყოველი მოსწავლე ძვირფასი და საყვარელია, ვცდილობ ვიყო მათი მეგობარი და ერთგული გულშემატკივარი“,- აღნიშნავს დირექტორი.

წელს მე-12 კლასი 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათი ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. დირექტორი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

„ველოდებით მათ შედეგებს და გულმხურვალედ ვგულშემატკივრობთ. ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებას ვურჩევ. 

ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და აუცილებელია, ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი და სანდო, მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება